მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს დაეხმარნენ

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებაა.

ავტობუსის მძღოლებმა, რომლებიც ტრანსპორტელთა სოლიდარობის კავშირის წევრები არიან, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით 100 ერთეული  პროდუქტების პაკეტები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის შეიძინეს.

ნობათი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადაეცათ. ბენეფიციარებს შეძენილ პროდუქტებს თბილისის გამგეობების თანამშრომლები დაურიგებენ.