7 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს 13 ახალი მარშრუტი ემატება

7 ნოემბრიდან ჯამში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას 47 ერთეული მიკროავტობუსი და 42 ერთეული ავტობუსი ემატება. 
ავტობუსების მარშრუტები შემდეგნაირად ნაწილდება:
№343 ზემო ფონიჭალა - ვაზისუბნის დასახლება, იმოძრავებს ახალი 12 მეტრიანი ავტობუსები, აღნიშნული მარშრუტი ჩაანაცვლებს ძველ №19 მარშრუტს, რომელზეც 8 მეტრიანი ავტობუსები მოძრაობდნენ
№344 ზემო ფონიჭალა - ბარათაშვილის ქუჩა, გაუქმდება ძველი №44 მარშრუტი, 8 მეტრიანი ავტობუსები აქაც ახალი 12 მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
№363 თხინვალა - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, აღნიშნული მარშრუტი ჩაანაცვლებს №13 და №63 მარშრუტებს, რომლებიც გაუქმდება. ახალ მარშრუტზე 12 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
№383 ქავთარაძე - ზემო ვაკე - ბარათაშვილის ქუჩა, ჩაანაცვლებს №83 და დაგრძელდება მარშრუტი
№387 წრიული - საბურთალო - ვაკე - საბურთალო. ძველი №87 მარშრუტი არ გაუქმდება 

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:
№482 ახალდაბა - წყნეთი; №483 წყნეთი (თამარ მეფის ქ.- მაია წყნეთელის ძეგლი) (წრიული); №419 სოფ. აგარაკი - მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“; №463 - ზაჰესი (ჭიჭინაძისა და ცქიტიშვილის ქუჩები); №464 - ბილფელდის, ჩიქოვანის ქუჩა, სპორტის სასახლე; №408 აეროპორტის დასახლება - ალექსეევკას დასახლება - მეტროსადგური „ისანი“; №457 „სადგურის მოედანი“ - ჯავახიშვილის ქუჩა - ბესიკის ქუჩა; №476 მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შარტავას ქუჩა, სადგურის მოედანი.
ამასთან, მგზავრებს ავტობუსბეის ახალ ხაზებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდების საშუალებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციებში, სატრანსპორტო კომპანიის  ცხელ ხაზზე 2934444