კუს ტბის საბაგირო გზა 13 მაისიდან გაიხსნება

კუს ტბის საბაგირო გზა 13 მაისიდან კვლავ გაიხსნება და მოემსახურება მგზავრებს. საბაგირო გზა 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საბაგირო გზების მუშაობაზე დაწესებული იყო შეზღუდვა, რის გამოც თბილისის სატარანსპორტო კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი კუს ტბის, რიყე-ნარიყალასა და ბაგები-უნივერსიტეტის  საბაგირო გზები ვერ ემსახურებოდნენ მგზავრებს.

11 მაისს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა მოიხსნა ასევე ბაგები უნივერსიტეტის დამაკავშირებელ გზაზეც.