რიყე-ნარიყალას საბაგირო გზამ მუშაობა განაახლა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა საბაგირო გზის მზიდსაწევი ბაგირი, ასევე, ჩატარდა სხვა სერვისული სამუშაოები, როგორიცაა ზეთების გაფილტვრა ყველა ჰიდრავლიკურ დანადგარში, ფილტრის დანადგარების შეცვლა დაჭიმულობაზე. გარდა ამისა, შემოწმდა ავარიულ მუხრუჭსა და ავარიულ ძრავაზე ყველა ელექტრონული ფუნქცია, კონტროლის სისტემა და სხვა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება, 10:00-დან 22:00 საათამდე