თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა სპეციალური სწავლება გაიარეს სატრანსპორტო საშუალებების თანამედროვე მართვის მიმართულებით

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მდგრადი ურბანული მობილობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა სამდღიანი ტრეინინგები გაიარეს.

საქართველოში მოწვეული იყვნენ ავსტრიელი და გერმანელი ტრენერები, რომლებმაც სპეციალურად შემუშავეული კურსის ფარგლებში ავტობუსის 10 მძღოლი გადაამზადეს (8 კაცი და 2 ქალი) ტრენერად, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სხვა მძღოლების სწავლებას.

სემინარი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეკო და უსაფრთხო მართვა, სწორი მომსახურების ტექნოლოგიები და ეფექტური ოპერირების მიმართულება. კურსის შემუშავების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან და აღნიშნული კურსი ერთობლივად დაიგეგმა.

მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, ავტობუსის მძღოლებს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გადაეცათ სერთიფიკატები - მასტერ ტრენერების კვალიფიკაციით, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას გადაამზადონ კომპანიაში დასაქმებული ავტობუსის სხვა მძღოლები ეკო და უსაფრთხო მართვის, მომსახურების ტექნოლოგიების და ოპერირების მიმართულებით.

შეხვედრებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი და კომპანიის სხვა თანამშრომლებიც დაესწრნენ