ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150  ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის