ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები N56 და N28 მარშრუტებზე გავიდა

ISUZU- მარკის 8-მეტრიანი დიზელის ძრავზე მომუშავე, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები უკვე N56 და 28 მარშრუტებზე მოძრაობენ.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU- მარკის ავტობუსი. აქედან 60 ერთეული დედაქალაქში ოქტომბრის დასაწყისში შემოვიდა  და უკვე მოძრაობს N34, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები გავლენ ასევე N4, 10, 42, 103 და 108 მარშრუტებზეც.

ახალი ISUZU- მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi- სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები