ახალი ISUZU-ს მარკის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, EURO 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები №108 მარშრუტზე გავიდა და მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანის მარშრუტზე მოძრავი 4 ძველი „ბოგდანი“ ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩაანაცვლა.

პირველ ეტაპზე, ახალი ავტობუსები სულ 10 მარშრუტზე გადანაწილდნენ: N4, 10, 28, 34, 42, 56, 66, 78, 103  და 108

ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილ 160 ავტობუსს მწარმოებელი ქალაქს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიაწვდის.

ISUZU-ს მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და usb დამტენები.

პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 64 790 000 ლარს.