სამსახურის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აცხადებს ვაკანსიას, ტექნიკური, სახანძრო შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი მართვის სამსახურის იურიდიულ საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე;

ანაზღაურება: 1800 ლარი (დარიცხული).

ძირითადი მოვალეობები:

  • სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპეტენციის ფარგლებში წერილობითი კორესპოდენციის განხილვა და მათზე რეაგირების განხორციელება;
  • ბრძანებების, განკარგულებების, წერილების პროექტებისა და სხვა შიდა მმართველობითი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სამსახურში შემოსული დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამუშაო პროცესთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
  • სამსახურის ხელმძღვანელი პირების ცალკეული დავალებების შესრულება;

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: სამსახურის მრჩეველი უნდა ფლობდეს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიურ ხარისხს სამართალმცოდნეობაში (იურისტი, სამართლის ბაკალავრი);

სამუშაო გამოცდილება: სამსახურის მრჩეველს უნდა გააჩნდეს იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

უნარები: სამსახურის მრჩეველს უნდა შეეძლოს სამსახურის საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი ნორმების მოძიება, სამართლებრივი ანალიზი, საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივი გზების დასახვა;

კომპიუტერული პროგრამები: სამსახურის მრჩეველი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს (MS Excel, MS Word, MS Outlook, MS Powerpoint)

ენები: სასურველია რუსულის ან ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები:

  • შიდასამართლებრივი აქტების პროექტების, წერილების, ანგარიშების, დასკვნების მომზადების უნარი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და წარმართვა;
  • იდეების დასაბუთება, დარწმუნება;
  • მოლაპარაკებების წარმართვა;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • გუნდური მუშაობა;

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2018 წლის 2 სექტემბრის №01-11/ნ ბრძანება „სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვის წესის და ფორმის, მოკვლევის პროცედურებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, 2020 წლის 30 იანვრის №01-15/ნ ბრძანება „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“;

კონკურსის ფორმა:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 23 ივნისამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected],  [email protected],  და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სამსახურის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში“. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად