რეკლამა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში

16 მაისი 2014

რეკლამა თბილისის მეტროს ვაგონებში, სადგურების ზედა და ქვედა ვესტიბიულებში, დახრილ გვირაბში, ბაქანზე, მუნიციპალურ ავტობუსებზე - თბილისის სატრანსპორტო კომპანია საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკლამის მატარებლების მქონე კომპანიაა 22 მეტროს სადგურით, 170 ვაგონით, 685 ავტობუსით და საერთო ჯამში 18 500 კვ.მ-მდე  სარეკლამო ფართით.
თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა უპირობო გარანტორია თქვენი კომპანიის წარმატებისთვის, ვინაიდან:
•  ყოველდღიურად სატრანსპორტო კომპანიას საშუალოდ 700 000 მგზავრი გადაყავს (ავტობუსებით 400 000, მეტროთი 300 000);
• ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა ფლობს განსაკუთრებულ უპირატესობებს სხვა სარეკლამო მატარებლებთან შედარებით - მრავალჯერადი და მასიური ზემოქმედება ფართო აუდიტორიაზე, მომხმარებლის მაღალი ყურადღება და ა.შ.;
• მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემა, რომელიც მოიცავს ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებს, გარეუბნებს და თბილისთან ახლო მდებარე დასახლებებს დამკვეთს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტი აუდიტორია მოიცვას;
• სარეკლამო ადგილების ფართო არჩევანი სხვადასხვა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მისთვის სასურველი სიდიდისა და მოცულობის მიხედვით განათავსოს რეკლამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მცირე ზომის სარეკლამო სტიკერიდან მეტროს ვაგონებში ავტობუსის სრულ შეფუთვამდე;
• სატრანსპორტო კომპანიის სარეკლამო ადგილების გაქირავების მოქნილი საფასო პოლიტიკისა და ფასდაკლების სისტემის საშუალებით დამკვეთს შესაძლებლობა აქვს მინიმალური დანახარჯით მიიტანოს მისთვის სასურველი მესიჯი სამიზნე სეგმენტთან.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ყოველწლიურად განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებს მგზავრთა გადაყვანის შესახებ თვეების მიხედვით, სადგურებისა და ავტობუსის ცალკეული მარშრუტების მიხედვით, ასევე მგზავრთა კატეგორიების სეგმენტაციას, რაც ხელს შეუწყობს დამკვეთს წინასწარ დაგეგმოს თავისი პროდუქციის რეკლამის ეფექტურობა, გამოყოს სამიზნე სეგმენტები და ა.შ.

მგზავრთა გადაყვანა კატეგორიების მიხედვით 2013 წელი;

მგზავრობათა რაოდენობა თვეების მიხედვით 2013 წელი;

მგზავრობათა რაოდენობა ავტობუსის მარშრუტების მიხედვით 2013 წელი;

მგზავრობათა რაოდენობა მეტროს სადგურების მიხედვით 2013 წელი.

დეტალურად მუნიციპალურ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

რეკლამა ავტობუსზე

რეკლამა მეტროში

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვამერთეთ:

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
საქართველო, თბილისი 0112 ქ. თბილისი, ცაბაძის №8
ტელეფონი: (+995 32) 235-77-77 შიდა 1255 ან 1256 
მობ: 599 145555; 577 448999; 577 611113