სიახლეები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საკონსულტაციო კომპანია AETS Consultants-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

11 მაისი 2018

თბილისის სატრანპორტო კომპანიის სამუშაო ჯგუფსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, AETSConsultants კონსულტანტებს შორის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო და საკომუნიკაციო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ადამიანური და ფინანსური რესურსების ფუნქცია-მოვალეობების ჩათვლით. 

მეტროსადგურ „გურამიშვილზე" მგზავრთა მიღება განახლდა

07 მაისი 2018

მეტროსადგურ „გურამიშვილზე" ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს ეხმაურება

30 აპრილი 2018

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013" წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მოთხოვნა, მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიური სამუშაოები დასრულდა

30 აპრილი 2018

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმიურ - პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა. 1 მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება. სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, მწარმოებელი კომპანიის „ლეიტნერის" სპეციალისტებთან ერთად აწარმოა.