სიახლეები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

22 სექტემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 25 სექტემბერს კუს ტბის საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.

განახლებული მეტროსადგური “ვარკეთილი“

22 სექტემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აგრძელებს მეტროს სადგურების კაპიტალურ შეკეთებას. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

18 სექტემბერი 2017

თბილისის მეტროში ბოლო დღეებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სადგურის მოძრავ ესკალატორზე მოძრაობისას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მცირეწლოვანმა ბავშვებმა, რაც გამოწვეული იყო ბავშვების თანმხლები პირების მხრიდან ესკალატორის სარგებლობისას უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით. სადგურზე მომუშავე პერსონალის მხრიდან, დროული ჩარევის შედეგად აღნიშნული ინციდენტების დროს მოხდა მძიმე შედეგების თავიდან აცილება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

18 სექტემბერი 2017

ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებისთვის დროებით მიუწვდომელია სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე სერვისი, კერძოდ გამორთულია გაჩერებებზე არსებული ტაბლოები, ვებ-გვერდზე და მობილურ აპლიკაციებში არ მუშაობს რამდენიმე ფუნქცია - ტაბლოს ინფორმაცია, ავტობუსი რეალურ დროში.