სიახლეები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

22 თებერვალი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 22 თებერვალს თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი (სადგურის მოედანი 2 - ვაჟა-ფშაველა), ტექნიკური შეფერხების გამო 22:00 საათიდან ვერ მოემსახურება მგზავრებს. საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგება ხვალ 06:00 საათიდან. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) მოძრაობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

17 თებერვალი 2017

კუს ტბის საბაგირო გზა ძლიერი ქარის გამო 16:45 საათიდან  ვერ ემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

თბილისის მეტროსადგურების განახლება

08 თებერვალი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროს სადგურების განახლების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში რამდენიმე სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია და გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები იგეგმება.     

№ 37 მარშრუტზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

01 თებერვალი 2017

ავტოპარკის განახლების მესამე ეტაპზე დედაქალაქს ათი ახალი ავტობუსი დაემატა. ხვალიდან N37 მარშრუტზე პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსების ნაცვლად დიდი ლურჯი ავტობუსები იმოძრავებენ.