სიახლეები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას საერთაშორისო სატრანსპორტო პრემია “Golden Chariot”  გადაეცა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას საერთაშორისო სატრანსპორტო პრემია “Golden Chariot” გადაეცა

27 ოქტომბერი 2014

2014 წლის 25 ოქტომბერს თბილისში სტუმრად მყოფმა ფონდის წარმომადგენლებმა ბ-ნ ევგენი ოსნოვინმა და ალბერტ ჟუკოვმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ბ-ნ ალექსანდრე ჯაფარიძეს გადაცეს პრემია "Golden Chariot".

სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

24 ოქტომბერი 2014

„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განკარგულებით, 25 და 26 ოქტომბერს, თბილისის მეტროპოლიტენი და თბილისის „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა ღამის 01.00 საათამდე იმუშავებს. თბილისის „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა 25, 26 და 27 ოქტომბრის 01:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

საერთაშორისო ასოციაცია „მეტროს“ გამგეობის სხდომა

20 ოქტომბერი 2014

ამა წლის 16-17 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა საერთაშორისო ასოციაცია „მეტროს" გამგეობის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომპანიის გენერალური დირექტორი ბ-ნ ალექსანდრე ჯაფარიძე.

სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებმა მეტროს გვირაბები შეამოწმეს

09 ოქტომბერი 2014

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ახალი მენეჯმენტი ინტენსიურად აგრძელებს კომპანიის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის დეტალურ შესწავლას, რის ფარგლებშიც, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ბ-ნ პაატა ჯაჭვლიანმა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ ალექსანდრე ჯაფარიძემ და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებმა 9 ოქტომბრის ღამეს კვლავ მოინახულეს, თბილისის მეტროს გვირაბები და მასში განლაგებული მოწყობილობების ტექნოლოგიური პროცესით გათვალისწინებული სამუშაოები.