სიახლეები

სატრანსპორტო კომპანიამ ყველაზე ერთგული მგზავრები დაასაჩუქრა

30 დეკემბერი 2015

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2015 წლის მუნიციპალური ტრანსპორტის ყველაზე ერთგული და აქტიური მგზავრები გამოავლინა. 

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იცვლება თბილისის მეტროსა და საბაგირო გზის მუშაობის განრიგი

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით იცვლება თბილისის მეტროსა და საბაგირო გზის მუშაობის განრიგი

24 დეკემბერი 2015

თბილისის მთავრობისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით სადღესასწაულო დღეებში იცვლება თბილისის მეტროსა და „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზის მუშაობის განრიგი. მეტრო ახალი წლისა და შობის ღამეს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო ახალი წლის ღამეს 23:00 საათიდან 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას და ბედნიერ მგზავრობას.

ძლიერი ქარის გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეჩერებულია

08 დეკემბერი 2015

ძლიერი ქარის გამო "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დროებით წყვეტს მუშაობას ამინდის გაუმჯობესებამდე.თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის

შეიცვალა № 5 ავტობუსის მარშრუტის მოძრაობის სქემა და დაემატა ერთი ავტობუსი

07 დეკემბერი 2015

მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით შეიცვალა №5 ავტობუსის მარშრუტის მოძრაობის სქემა და ინტერვალების შემცირების მიზნით დაემატა ერთი ავტობუსი.