სიახლეები

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

14 აგვისტო 2013

13 აგვისტოს საღამოს საინფორმაციო სააგენტო „ქიზიყის“ მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ 12:00 საათზე მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტში“ მოხდა უბედური შემთხვევა. რის შედეგადაც გარდაიცვალა 15 წლის გოგონა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოფიციალურად განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია თბილისის მეტროში. საინფორმაციო სააგენტოებს კი მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან

30 ივლისი 2013

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან, ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გააფორმა კოლექტიური ხელშეკრულებები, რომლებიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპების დანერგვას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

22 ივლისი 2013

ბოლო დღეებში მას-მედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კომპანიის მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლის ილია მჟავანაძესა და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.  

კონტროლიორების რებრენდინგი

კონტროლიორების რებრენდინგი

10 ივლისი 2013

ავტობუსით მგზავრობის საფასურის ამოღების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბილეთის აღების მიმართ მგზავრების დამოკიდებულების შეცვლის მიზნით სატრანსპორტო კომპანიამ 2013 წელს დაგეგმა და განახორციელა მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის რებრენდინგი