თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

29 დეკემბერი 2016

სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ ახალი წლისა და შობის ღამეს მეტრო და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება ახალი წლის ღამეს - 00:00 საათიდან - 04:00 საათამდე, ასევე შობის ღამეს - 00:00 საათიდან - 04:00 საათამდე. ახალი წლის ღამეს უფასო იქნება რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრობა - 23:00 საათიდან - 03:00 საათამდე. თბილისის სატრანსპორტო კომპანია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს