თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

16 მარტი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 16 მარტს 13:35 სთ-დან თბილისის მეტროს ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებულია მოძრაობა, კერძოდ, მატარებლები არ გადაადგილდება სადგურებზე - ახმეტელის თეატრი და სარაჯიშვილი . ხოლო გურამიშვილი - ვარკეთილის მონაკვეთზე და  საბურთალოს ხაზზე მოძრაობა გრძელდება  ჩვეულ რეჟიმში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.