თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

20 აპრილი 2017

მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროში, 22:00 საათიდან ნახევარი საათის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეფერხდა მხოლოდ "თავისუფლების მოედნიდან" "ვარკეთილის" მიმართულებით. დანარჩენი მიმართულებებით მეტროს მუშაობა არ შეფერხებულა, მგზავრებს შეეძლოთ ემგზავრათ "ახმეტელის თეატრიდან" "თავისუფლების მოედნამდე", ასევე "ვარკეთილიდან" "ახმეტელის თეატრის" მიმართულებით. 

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახდინეს რეაგირება და მოახერხეს პრობლემის აღმოფხვრა. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის