თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

16 მაისი 2017

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე 16:45 საათზე აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება და მეტრომ დაიწყო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. შეგახსნებეთ, რომ დღეს 16:15 საათზე ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო საბურთალოს ხაზი დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.