მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა

01 აგვისტო 2017

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დღეიდან თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ:

  •  № 32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს.
  •  № 52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.

ახალ მარშრუტებს პატარა მოცულობის „ბოგდანის" მარკის ავტობუსები მოემსახურება.