თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

03 აგვისტო 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა ის სერვისი, რომლებზეც წვდომა დროებით იყო შეფერხებული, აღდგენილია და ეტაპობრივად ხელმისაწვდომი იქნება ყველა მომხმარებლისათვის.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით მიუწვდომელი იყო სატრანსპორტო კომპანიის რამოდენიმე სერვისი, მათ შორის ტაბლოს ინფორმაცია, ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაციები. კომპანიის შესაბამისი ჯგუფის მიერ, ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოხდა აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის