ორბელიანის მოედანის დაკეტვის გამო იცვლება რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი

04 აგვისტო 2017

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, 4 აგვისტოს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს.

ხოლო მიკროავტობუსები, რომლებიც ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის გავლით იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, მობრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდიდან იუსტიციის სახლთან ჩაუხვევენ.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის