განახლებული „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგური

29 აგვისტო 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით აგრძელებს მეტროს ინფრასტრუქტურის კაპიტალურ შეკეთებას. 29 აგვისტოდან  მგზავრებს სრულად განახლებული და გარემონტებულიახმეტელის თეატრისსადგური მოემსახურება. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები. ასევე შეიცვალა მეტროსადგურში განთავსებული მიმართულების მაჩვენებლები. მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიადამბა“.

განახლებული სადგურიახმეტელის თეატრიდაათვალიერეს . თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო კომპანიამ, მერიის მხარდაჭერით 2016 წლიდან დაიწყო მეტროს სადგურების განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სადგურავლაბარს“  ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო უახლოეს დღეებში დასრულდება მეტროსადგურ ვარკეთილისრეაბილიტაცია. სადგურების რეაბილიტაციის პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, მომავალში იგეგმება სხვა სადგურების განახლება