თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

10 სექტემბერი 2017

9 სექტემბერს, 22:00 საათისთვის მეტროსადგურ მარჯანიშვილის დახრილ გვირაბში მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც მგზავრობდა მშობლებთან ერთად ფეხი ჩაყვა ესკალატორში. სადგურის მორიგემ დროულად მოახერხა რეაგირება და ესკალატორის გამორთვა. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება, რომლებმაც ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი მონაცემებით დაზიანება არ აღმოჩნდა მძიმე.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზი გახდა მშობლების მხრიდან მეტროთი სარგებლობის წესების უხეში დარღვევა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია წუხს მომხდარის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მგზავრებს ზედმიწევნით დაიცვან მეტროს უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მგზავრობენ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.
მსგავსი ინციდენტების მაქსიმალურად შემცირების მიზნით კომპანიამ მეტროს სადგურში განათავსა მეტროთი უსაფრთხოდ მგზავრობის წესები, როემლიც დამატებით ცხადდება საათში ერთხელ ყველა მეტროს სადგურში