ტაბლოების მუშაობა აღდგა

11 სექტემბერი 2017

სატრანსპორტო კომპანიის ყველა სერვისი, მათ შორის ტაბლოს ინფორმაცია, ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაციები გამართულად მუშაობს და უკვე ხელმისაწვდომია მგზავრებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებისთვის დროებით მიუწვდომელი იყო სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე სერვისი. კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ, ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოხდა ხარვეზის გამოსწორება.
სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის