თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

11 სექტემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს, რაც გამოწვეულია ძაბვის ვარდნასთან დაკავშირებული ხარვეზით. ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აღნიშნული შეფერხების გამომწვევ მიზეზს და იმუშავებს მის აღმოფხვრაზე.

პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურეობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.