თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

11 სექტემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურეობას. შეგახსენებთ, რომ ტექნიკური შეფერხების გამო მეტროს მეორე ხაზი დროებით შეჩერებული იყო. შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.