რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს

07 ნოემბერი 2017

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე - ნარიყალას საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება. სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.