თბილისის სატრნსპორტო კომპანიის განცხდება

30 ნოემბერი 2017

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, 1-დან 3 დეკემბრამდე, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე შეიზღუდება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. ასევე, 1 დეკემბერსს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. 
აღნიშნული სამუშაოების გამო შეიცვლება ღამის საათებში მოძრავი # 37 მარშრუტის სამოძრაო გეგმა, კერძოდ # 37 ავტობუსები იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით, ორივე მიმართულებით. 
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის