წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

21 დეკემბერი 2017

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით,  თბილისის მეტროს I ხაზზე,  („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი. კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს I ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე,   ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. მატარებლები იმოძრავებენ 3 წუთიანი შუალედით. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის მეტრო შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად,  იმუშავებს სამუშაო დღეების განრიგით და ინტერვალით.