დღეიდან დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების ახალი მარშრუტი იმოძრავებს

31 დეკემბერი 2017

 დღეიდან თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით,  დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სერვისის გაუმჯებესების მიზნით, დიდი დიღმის დასახლებიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე ახალი, №54 მარშრუტი იმოძრავებს. აღნიშნული მარშრუტის სქემის მიხედვით ავტობუსები დიდი/დიღმის IV /-დან (დემეტრე თავდადებულის . N41-ის მიმდებარედ), მარშალ გელოვანისა და ვაჟა ფშაველას გამზირების გავლით თბილისის სახ. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე იმოძრავებენ. ახალ, №54 მარშრუტზე დიდი მოცულობის, „ბოგდანისმარკის 6 ავტობუსი, 23 წუთიანი შუალედით მოემსახურება მგზავრებს.