მეტროსადგური „ვარკეთილი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

31 იანვარი 2018

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს დილის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს. პირველ ხაზზე მატარებლის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს დილის 10:30 საათზე სადგურ ვარკეთილში ჩამოიშალა შეკიდული ჭერის კონსტრუქცია. სადგური დაიხურა მგზავრებისთვის და მეტრო მოძრაობდა სადგურ „ახმეტელის თეატრიდან„ სამგორამდე“.

გუშინ მთელი დღისა და ღამის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა აწარმოეს ინტენსიური სამუშაოები, რათა დღეიდან მეტროსადგურს შეუფერხებლად გაეგრძელებინა მუშაობა. კერძოდ, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და გასუფთავდა ქვედა ვესტიბიული. შესაბამისად მგზავრების გადაადგილება სადგურ „ვარკეთილში“ სრულიად უსაფრთხოა.