თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

09 თებერვალი 2018

გაცნობებთ,  რომ  დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“  ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიური ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და  ხარვეზი აღმოიფხვრა.  აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის.