თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საკონსულტაციო კომპანია AETS Consultants-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

11 მაისი 2018

თბილისის სატრანპორტო კომპანიის სამუშაო ჯგუფსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, AETSConsultants კონსულტანტებს შორის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო და საკომუნიკაციო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ადამიანური და ფინანსური რესურსების ფუნქცია-მოვალეობების ჩათვლით. ასევე განიხილეს გენდერულ ჭრილში არადისკრიმინაციული სამუშაოს აღწერილობის შედგენის პროცედურები, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები და გასაჩივრების პროცედურების მექანიზმების ამოქმედება პრაქტიკაში. დაიგეგმა საპილოტე სწავლების კურსის შექმნა, სადაც დაინტერესებულ ქალებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
თბილისის სატრანპორტო კომპანიას და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის დადებული შეთანხმების პირობების თანახმად ხორციელდება სპეციალური პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები სატრანსპორტო კომპანიაში". აღნიშნული პროექტის მიზანია ქალი კანდიდატებისა და არსებული თანამშრომლებისთვის დასაქმებისა და ტრენინგის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა, წამყვან პოზიციებზე ქალთა დაწინაურების პროცესის გაუმჯობესება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ყველა თანამდებობაზე, განსაკუთრებით კი - მძღოლის პოზიციაზე.
თანაბარი შესაძლებლობების პროგრამა EBRD - ის მხარდაჭერით 2017 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ EBRD-ის თანამშრომლობის ფონდის საშუალებით.