თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

07 ივნისი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, 18:00 საათიდან „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
საბაგირო გზა მუშაობას განაახლებს დენის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ.
სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის