თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

07 ივლისი 2018

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, გუშინ, 6 ივლისს საღამოს ძაბვის ვარდნამ, „სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და „ვაჟა-ფშაველას" სადგურებზე გამოიწვია ტექნიკური პრობლემა, რის გამოც აღნიშნული სადგურები დღეს 13:05 საათიდან დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
სატრანსპორტო კომპანიის შიდა სამსახურის თანამშრომლები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად.
საბურთალოს ხაზზე მატერებლები მოძროაბენ „სადგურის მოედნიდან" „დელისამდე", ასევ შეუფერხებლად მუშაობს „ახმეტელის თეატრი" „ვარკეთილის" ხაზიც.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.