რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

25 ივლისი 2018

სს თელასის მიერ ქვესადგურზე მიმდინარე ტექნიკური, სარემონტო სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა, რის გამოც აღნიშნული საბაგირო გზა დღეს, 11:40 საათიდან 14:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.