ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები დაიწყო

11 ოქტომბერი 2018

 

„თბილისის სატრანპორტო კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ავტობუსის მძღოლების კურსებზე ქალებისათვის გადამზადება 10 ოქტომბრიდან დაიწყო.

პირველ ეტაპზე, სასწავლო კურსს ცხრა პრეტენდენტი გაივლის, რომელთაც  დააკმაყოფილეს მოთხოვნილი პირობები და სურვილი გამოთქვეს,  კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე დასაქმდნენ.

კურსი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, D კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკულ გამოცდა ჩააბარონ. კურსთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებასაც საკონსულტაციო კომპანია ფარავს.

კურსები ტარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები:

 

  • შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
  • გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს
  • მიიღებენ  ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა)

 

სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით. პროექტის მიზანია, სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.