ტრანსპორტელების დღე სატრანსპორტო კომპანიაში

27 ოქტომბერი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მუნიციპალური ავტობუსის მიმართულებით დასაქმებულთა პროფესიონალური დღე - ტრანსპორტელების დღე აღინიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის შეირჩა 16 თანამშრომელი, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მუნიციპალური ავტობუსების განვითარებაში, მათ შორის, ავტობუსის მძღოლები, ავტოპარკის ტექნიკური თანამშრომლები, კონტროლიორები, კონდუქტორები და ა.შ.

სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ, დირექტორატის სხვა წევრებთან და ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად, პირადად მიულოცა მათ ტრანსპორტელების დღე, გადასცა მადლობის სიგელები, საჩუქრები და ფულადი პრემიები. „თქვენი გამოცდილება და საქმისადმი ერთგულება განაპირობებს იმ წარმატებებს, რაც უკვე მიღწეულია, ან იგეგემება მომავალში მუნიციპალური ავტობუსების განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა მამუკა კობახიძემ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ულოცავს მუნიციპალურ ავტობუსებში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს და გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობას უხდის.