თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

14 დეკემბერი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3" ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3"-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის