თბილისის პარკინგის სმს სერვისი ამოქმედდა

10 აპრილი 2019

დღეიდან, მძღოლებს საშუალება ექნებათ, თბილისის პარკინგის სმსშეტყობინების სერვისითისარგებლონ, რომლის გასააქტიურებლად აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.parking.tbilisi.gov.ge). მომხმარებელს სმს-ით შესაძლებლობა აქვს მიიღოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • შეძენილი პარკირების საშვის მოქმედების ვადა;
  • შეძენილი პარკირების საშვის ვადის ამოწურვის შეტყობინება 10 დღით ადრე;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების დაჯარიმების შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
  • საურავის დარიცხვის შესახებ (საჯარიმო ქვითრის მითითებით);
  • სპეციალურ საჯარიმო სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ;

 

მომსახურების გასააქტიურებლად, მომხმარებელს შეჰყავს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი/ან პირადი ნომერი (ვის სახელზეც არის ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული) გრაფაში „sms შეტყობინების გამოწერა". მონაცემების შეყვანის შემდეგ, დაფიქსირებულ მობილურ ნომერზე იგზავნება სპეციალური ტრანზაქციის კოდი, რომელიც მომხმარებელმა შესაბამის გრაფაშიუნდა შეიყვანოს და შემდეგ მიიღებს დასტურს მომსახურების გააქტიურების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თბილისის სატრანპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე: (+995 32) 293-44-44