სავაჭრო ელექტრონული აპარატები მეტროში

21 დეკემბერი 2011

სიახლე თბილისის მეტროს მგზავრებისთვის - 2011 წლის ბოლომდე თბილისის მეტროს სადგურებში 80-მდე ელექტრონული სავაჭრო აპარატი განთავსდება, სადაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია: 

  • სნექი (ჩიპსი, შოკოლადის ფილა, თხილი, ორცხობილა და ა.შ.);
  • ნატურალური და მინერალური წყლები;
  • გამაგრილებელი და ენერგეტიკული სასმელები;
  • ცხელი სასმელი;
  • ნაყინი;
  • და სხვა.