თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

17 დეკემბერი 2012

მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადება გავრცელდა, რომლითაც კომპანიაში დაგეგმილი ხელფასების მატების შესახებ, არასწორი ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას.
კომპანიის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის 16 დეკემბერს გაიმართა შეხვედრები, რომელშიც 400-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. ადმინისტრაციის მიერ წარდგენილ იქნა დეტალური სქემა, თუ როგორ განაწილდება 20%-ით გაზრდილი სახელფასო ფონდი კომპანიის თანამშრომლებზე.
1,17 მლნ ლარი მოხმარდება თანამშრომლებს, რომელთა ხელფასი 500 ლარამდეა,
3,14 მლნ ლარი - თანამშრომლებს რომელთა ხელფასი 500-800 ლარის ფარგლებშია,
5,29 მლნ ლარი თანამშრომლებს რომელთა ხელფასი 800-1650 ლარის ფარგლებშია.
გაზრდილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, მეტროპოლიტენში მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულ თანამშრომლებს ყოველთვიური ფულადი დანამატი 50 და 38 ლარის ოდენობით მიეცემათ.
შესაბამისად, დამატებით გამოყოფილი 9,6 მლნ ლარი გადანაწილდა თანამშრომლებისათვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ, სამართლიანობის პრინციპების დაცვით. კომპანიაში დასაქმებულთაგან, 3 900-ზე მეტი ადამიანის ხელფასი 20-25-30%-ით გაიზარდა, ხოლო შედარებით მაღალანაზღაურებადი (900-1 000 ლარზე მეტი და 1 650 ლარზე ნაკლები) ხელფასის მქონე დასაქმებულთათვის საშუალოდ 18%-ით. კომპანიის უფროსი მენეჯერების ხელფასების მატება არ განხორციელებულა.