თბილისის სატრანსპორტო კომპანია გილოცავთ დამდეგ შობას

04 იანვარი 2013

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გილოცავთ დამდეგ შობას. გისურვებთ მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას.

გაცნობებთ, რომ შობის ღამეს თბილისის მეტრო მგზავრებს ღამის 3 საათამდე მოემსახურება, ამასთან ღამის 12 საათიდან 3 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

მეორე დღეს მეტრო გაიხსნება 1 საათით გვიან, ანუ დილის 7:00 საათზე.

გისურვებთ მშვიდობიან და კოფორტულ მგზავრობას.