სტანდარტული ტარიფი და ფასდაკლება

22 მაისი 2012

მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება შეადგენს 50 თეთრს.

ფასდაკლების სისტემა

„მეტრომანის" ბარათით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად სარგებლობთ ფასდაკლების სისტემით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყოველდღიურად დაზოგოთ თანხა.

ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.

ზემოთაღნიშნული ფასდაკლების გარდა, მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქმედებს შეღავათიანი და უფასო ტარიფები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის. 

 

რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ტარიფი

ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 2.5 ლარს.

კუს ტბის საბაგირო გზა

ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 1.00 ლარს

ველოსიპედის ტრანსპორტირების ღირებულება 1.00 ლარი

საბაგიროთი მგზავრობა შესაძლებელია მხოლოდ „მეტრომანის" ბარათის საშუალებით,  რომლის არქონის შემთხვევაში, მისი შეძენა შესაძლებელია საბაგიროს სალაროებში, ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს. 

საბაგიროთი მგზავრობაზე არ ვრცელდება ფასდაკლების სისტემა და სხვადასხვა კატეგორიის მგზავრებზე დადგენილი შეღავათები