საინტერესო ციფრები

მეტრო

  • I ხაზზე (ახმეტელის თეატრი-ვარკეთილი) მატარებელს მთლიანი მარშრუტის გასავლელად 60 წუთი ჭირდება (30 წუთი ერთი მიმართულებით), ხოლო საბურთალოს ხაზზე - 30 წუთი (15 წუთი ერთი მიმართულებით);
  • თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 000 ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება;
  • I ხაზის სიგრძე 40 კმ-ს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 13,6 კმ-ს;
  • საშუალოდ დღეში პირველ ხაზზე მომუშავე მატარებლები 400 კმ-ს გადიან, საბურთალოს ხაზზე კი 311 კმ-ს;
  • თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კმ-ს შეადგენს;
  • თბილისის მეტროს გვირაბების საერთო სიგრძე (დამხმარე გვირაბებისა და ჩიხების ჩათვლით) 53,7 კმ-ს შეადგენს;
  • ყველაზე ღრმა რუსთაველის სადგურია, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს;
  • მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ. დენს ხარჯავს.

ავტობუსი

  • ყველაზე გრძელი ავტობუსის მარშრუტია №106 - ორბელიანის მოედანი/კიკეთი - 60,8კმ (მთლიანი ბრუნის სიგრძე);
  • ყველაზე მოკლე მარშრუტი № 79 - მუხიანის დასახლება /მეტროსადგური "ახმეტელის თეატრი" - 4,6კმ;
  • მთლიანი ბრუნის დროის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივი მარშრუტია № 51 - 2:45 საათი;
  • ყველაზე ხანმოკლე მარშრუტი № 79 - 32 წუთი;
  • თბილისში 1832 ავტობუსის გაჩერებაა;
  • ყველა ავტობუსი ერთად აღებული საშუალოდ დღეში 109 544 კმ-ს გადის;

საბაგირო გზა

  • საბაგირო გზის მთლიანი სიგრძე 508 მეტრს შეადგენს;
  • საბაგირო გზაზე სულ 7 გონდოლა მოძრაობს - 6 რვაადგილიანი და 1 ხუთადგილიანი;
  • გონდოლის მოძრაობის სიჩქარეა 3,5 - 5 მ/წმ;
  • რიყედან ნარიყალამდე საბაგირო გზით მგზავრობა საშუალოდ 2,5 წუთი გრძელდება;
  • დონეებს შორის სხვაობა საბაგირო გზის ქვედა (რიყე) და ზედა (ნარიყალა) სადგურებს შორის 93 მეტრია.