ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევი კონკურსიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 31 ოქტომბერი, 2017

 

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • 20-35 წლის მამაკაცი;
  • ქარული ენის ცოდნა;
  • საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • პრობლემური სიტუაციიდან ოპერატიულად გამოსვლის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სასურველია გავლილი ჰქონდეს სამხედრო სამსახური.

 

საბუთების  შემოტანის  წესი  და  ვადები

  • კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს პირადი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტით, მისამართზე HR@metro.ge; 2017 წლის 09 ოქტომბრიდან  31 ოქტომბრის  18 საათამდე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა შერჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) მიხედვით;
  • შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ პროცედურის შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.

 

   გისურვებთ წარმატებებს.

 

 

განაცხადის ფორმა