ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევი კონკურსიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 29 ივნისი, 2018

 

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო, პროფესიულ და გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  •  ასაკი 18-35 წელი;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • საშუალო განათლება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალობა;
  • პრობლემური სიტუაციიდან ოპერატიულად გამოსვლის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;

საბუთების  შემოტანის  წესი  და  ვადები

  • კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს პირადი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტით, მისამართზე HR@metro.ge; 2018 წლის 30 მაისიდან  29 ივნისის 18 საათამდე.

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • შერჩევის პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკანტთა შერჩევა წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) მიხედვით;
  • შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ პროცედურის შესახებ კანდიდატები წინასწარ მიიღებენ ინფორმაციას.

 

   გისურვებთ წარმატებებს.

განაცხადის ფორმა