შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიგანაცხადის ფორმა

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2018

 

შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის  თანამდებობაზე

 

შპსთბილისის სატრანსპორტო კომპანია" თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პროფესიონალს, რომელიც დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო, პროფესიულ და გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვით, საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად

 

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობის სფერო

  • შრომის დაცვის  პოლიტიკის, პროცედურების და გეგმების დანერგვისა და განხორციელების მართვა.
  • შრომის დაცვითი  პროცესების მართვა, დანერგვა და ზედამხედველობა რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალის მიერ , ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გეგმების და პროცედურების ცოდნა და შესრულება.
  • კომპანიის ობიექტებზე შრომის დაცვის პირობების  პროგრამების დანერგვა რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი  კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და სამოქმედო მოთხოვნების შესრულება.
  • ყველა შესაბამისი შრომის დაცვის კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და მოთხოვნების შესრულების მისაღწევად სახელმძღვანელო მითითებების გაცემა.
  • ინციდენტებთან და უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებული პროცედურების დანერგვა და შესრულება, მათ შორის მონაწილეობა გამომწვევი მიზეზების ანალიზის, რეკომენდაციების შემუშავების და იდენტიფიცირებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცესში.
  • კომპანიის ობიექტებზე პერსონალის პერიოდული ინფორმირება რეგულაციებში შეტანილი ცვლილებების შესახებ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბიულეტენების, ტექნიკური ცვლილებების და ლიტერატურის გავრცელება.
  • შრომის დაცვის სფეროში  ტრეინინგის დანერგვა და განხორციელება, პერსონალის ცალკეული წევრებისთვის და ჯგუფებისათვის ცოდნის გაზიარება აუცილებლობის მიხედვით.
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ვალდებულებების და დავალებების შესრულება.

ცოდნა და უნარები

  •  შრომის უსაფრთხოების  პოლიტიკის, პროცედურების, პროცესების, კანონების და რეგულაციების ცოდნა.
  •  შრომის და საწარმოო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  ცოდნა.
  • შრომის დაცვის  სფეროსთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  გაფართოებული ცოდნა.
  • სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები, ინგლისური ენის ფლობა (განსაკუთრებით წაკითხული ტექსტის გაგების მხრივ).
  • ლიდერობის უნარი. გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი.

გამოცდილება და განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო, ან პროექტების მართვის, ან შრომის უსაფრთხოების, მიმართულებით
  • სერტიფიკატი  შრომის უსაფრთხოების სფეროში ჩაითვლება პლიუსად.
  • აუცილებელია მინიმუმ  ერთი(1) წლის უშუალოდ შრომის დაცვის სფეროში დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, სასურველია ინდუსტრიულ კომპანიაში.

 

  • სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00 სთ
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირადი გასაუბრება.

    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე პირადი ნომრის მითითებით, ფოტოსურათით მიმდინარე წლის20ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: echivadze@metro.ge lmkheidze@metro.geდა სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".
  • გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

განაცხადის ფორმა